ნამცხვარი ნაპოლეონი ხილის ჯემით და კრემით
მასალა:
ცომი:
კვერცხი 1ც.
წყალი 1 ჭიქა
ძმარი 3 ს/კ.
ზეთი 3 ს/კ.
პურის ფქვილი 3 ჭიქა
მარგარინი 300გრ.
კრემი:
სგუშონი 1 ქილა (380გრ).
კარაქი 250გრ.
შიგთავსი:
ნებისმიერი ხილის ჯემი გემოვნებით.
შაქრის პუდრა ნამცხვარზე მოსაყრელად.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის),
ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ
2 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ
კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15–20წთ.). ეს პროცესი გავიმეოროთ
სამჯერ. შემდეგ ორივე ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, თითოეული ცომი გავაბრტყელოთ
თხლად, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაწყოთ
გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში, გამოცხობის შემდეგ თითოეული ნაჭერი
ცოტა გავაცივოთ, გავჭრათ შუაზე (ბოლომდე არ გავჭრათ, რადგან კრემს როდესაც
წავუსვათ შუა გულში, თავზე ვაფარებთ მეორე ნაწილს) ქვედა ნაწილს წავუსვათ ჯემი,
შემდეგ კრემი, დავაფაროთ თავზე ზედა
ნაწილი და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და
კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
|