ნამცხვარი „კარტოფილი"
მასალა:
ორცხობილა 500გრ.
ნიგოზი 1 ჭიქა
კაკაო 1–2 ს/კ.
კარაქი 100გრ.
სგუშონი 1 ქილა
მომზადება:
ორცხობილა ხელით დავფხვნათ, დავამატოთ კაკაო, გატარებული ნიგოზი,
დარბილებული კარაქი, სგუშონი და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
მომზადებული მასისგან გავაკეთოთ კარტოფილის ფორმის ბურთები.
|