ნამცხვარი „ღიმილი შვებულების შემდეგ"
მასალა:
პურის ფქვილი 3–4 ჭიქა
კვერცხი 2ც.
შაქარი 1 ჭიქა
მარგარინი 250გრ.
კაკაო 3–4 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
შიგთავსი:
ხაჭო 500გრ.
კვერცხი 2ც.
კარაქი 100გრ.
სახამებელი (კრახმალი) 1 ს/კ.
მინანქარი (გლაზური):
რძე 3 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
კარაქი 50გრ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხს შევურიოთ შაქარი, გამდნარი მარგარინი, ფქვილი, სოდა, ვანილი,
კაკაო და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი
გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ხოლო მეორე ნაწილი შევინახოთ
მაცივარში (საყინულეში). ხაჭოს შევურიოთ შაქარი, დავამატოთ კარაქი, შემდეგ
კვერცხი, სახამებელი (კრახმალი) და კარგად ავურიოთ, მომზადებული მასა მოვათავსოთ
ცომზე, შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ გაყინული ცომი, მოვახეხოთ შიგთავსს მთლიან
ზედაპირზე და გამოვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით
40–50 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და მოვასხათ მინანქარი
(გლაზური).
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო,
რძე, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ შესქელებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან
ავურიოთ კარაქი, ვანილი ცოტა
შევაგრილოთ და შემდეგ გამოვიყენოთ.
|