ლიმონის პეროგი
მასალა:
პურის ფქვილი 3,5 ჭიქა
კარაქი 300გრ.
არაჟანი 400გრ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
ლიმონი1ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
მომზადება:
კარაქი დავჭრათ დანით, დავამატოთ ფქვილი
კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, სოდა, მარილი და მოვზილოთ ცომი (ცომი
გამოდის რბილი და ნაზი). მომზადებული ცომი დავამრგვალოთ და შევდოთ მაცივარში
(საყინულეში) 1 საათით, შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავყოთ ორ თანაბარ
ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, დავაფაროთ გამოსაცხობ ფორმაზე, შემდეგ ცომის მთლიან
ზედაპირზე გადავანაწილოთ მომზადებული შიგთავსი (შიგთავსი ცომზე უნდა მოვათავსოთ
ძალიან ბრთხილად, რათა წვენი არ გადმოვიდეს ცომის გვერდებზე), გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი
(გაბრტყელებული), გვერდები კარგად გადავუკეცოთ, ზედაპირი რამოდენიმე ადგილზე
ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, შევდგათ აირღუმელში საშუალო ტემპერატურაზე და გამოვაცხოთ
შევარდისფრებამდე. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
შიგთავსის მომზადება:
ლიმონი კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ
მანქანაში, შემდეგ დავამატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ.
|