ხალვის ბურთები
მასალა:
ხალვა 250გრ.
ორცხობილა 350გრ.
სგუშონი 250გრ.
კარაქი 50გრ.
კაკაო 3 ს/კ.
ორცხობილა 4ც. ამოსავლებლად.
მომზადება:
ხალვა და ორცხობილა დავაბლენდეროთ, დავამტოთ კარაქი, სგუშონი, კაკაო
და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები და ამოვავლოთ
დაფხვნილ ორცხობილაში (სურვილისამებრ ამოსავლებლად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ,
გატარებული ნიგოზი, კაკაო ან ქოქოსის ფანტელები).
|