ხაჭოთი ფარშირებული
ვაშლი
მასალა:
ვაშლი 6 ც.
ხაჭო 7 ს/კ.
თაფლი 2–3 ჩ/კ.
კვერცხი 1 ც.
ქიშმიში გემოვნებით.
მომზადება:
ვაშლები გავრეცხოთ, მოვაჭრათ „თავი" და
კოვზით ამოვაცალოთ „გული". ხაჭოს დავამატოთ კვერცხი, თაფლი, ქიშმიში და კარგად
ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასით ამოვავსოთ ვაშლები, დავაფაროთ მოჭრილი
„თავი" მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და
გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20 წუთის
განმავლობაში.
|