ხაჭოს დესერტი
ქიშმიშით
მასალა:
შაქრი 20გრ.
ვანილი 5გრ.
ხილის იოგურტი 200გრ.
შოკოლადი 50გრ.
ხაჭო 200გრ.
ქიშმიში 70გრ.
შოკოლადი მოსაყრელად გემოვნებით.
მომზადება:
ქიშმიშს დავასხათ ადუღებული წყალი,
გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ გადავასხათ წყალი და ქიშმიში გავაშროთ. შოკოლადი
გავადნოთ წყლის აბაზანაზე. იოგურტს დავამატოთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, გამდნარი
შოკოლადი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. შემდეგ დავამატოთ ქიშმიში და ავურიოთ.
მომზადებული მასა გადავანაწილოთ სასურველ ფორმებში და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში)
1 საათით, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
|