მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » ქათმის, სოკოს და ყველის ხაჭაპური (ოსური)
16:49
ქათმის, სოკოს და ყველის ხაჭაპური (ოსური)


ქათმის, სოკოს და ყველის ხაჭაპური (ოსური)

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 400გრ.

კვერცხი 1ც.

რძე 100გრ.

კეფირი 300გრ.

კარაქი 30გრ.

შაქარი 1 ჩ/კ.

საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.

ცოტა მარილი.

 

შიგთავსი:

ქათამი 800გრ.

ოსური ყველი 300გრ.

თეთრი სოკო 100გრ.

ხახვი 3 თავი

სტაფილო 1ც.

ქინძი 1 კონა

ქონდარი 1 კონა

შავი პილპილის მარცვალი 6ც.

წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

რძე გავათბოთ, დავამატოთ საფუარი, შაქარი, ცოტა ფქვილი და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ დავამატოთ კეფირი, გამდნარი კარაქი, კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად (ამოსვლის პერიოდში ერთხელ გადავზილოთ). შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მშრალ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას არაფერი არ წავუსვათ), ცომი ცენტრში ჩავჩხვლიტოთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი. (მეორე ხაჭაპურიც ასევე გამოვაცხოთ).

 

შიგთავსის მომზადება:

ქათმის ხორცს დავასხათ წყალი, დავამატოთ 2 თავი შუაზე გაჭრილი ხახვი, გასუფთავებული სტაფილო, შავი პილპილი, დავდგათ გაზქურაზე და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ, ქათმის ხორცი ამოვიღოთ ბულიონიდან, გავათავისუფლოთ ძვლებისგან და დავჭრათ წვრილად. 1 თავი ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ სოკოსთან ერთად ზეთში, შემდეგ გავაცივოთ, შევურიოთ დაჭრილ ქათამს, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, გახეხილი ყველი, წითელი წიწაკა, მარილი, 1 ს/კ. ბულიონი და კარგად ავურიოთ.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 2151 | დაამატა: natia | ტეგები: სოკოს და ყველის ხაჭაპური (ოსური), ქათმის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: