ქათმის ფრთები
ქართულად
მასალა:
ქათმის ფრთები 1კგ.
ბულგარული წიწაკა (წითელი) 1ც.
ხახვი 1–2 თავი
ოხრახუში 1 კონა
ნიორი 2–3 კბილი
აჯიკა ან ცხარე წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
ზეთი დაახლოებით 3 ს/კ.
მომზადება:
ქათმის ფრთები გავრეცხოთ და მოვაყაროთ
მარილი. ღრმა ტაფაზე დავასხათ ზეთი, გავაცხელოთ, დავაწყოთ მასზე ქათმის ფრთები და
ვთუშოთ ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ. 10 წუთის შემდეგ, დავამატოთ მსხვილად
დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა, გავაგრძელოთ თუშვა. როცა ქათმის ფრთები მზად
იქნება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, აჯიკა, კარგად ავურიოთ და
გადმოვდგათ გაზქურიდან.
|