ქათამი მაიონეზში
მასალა:
ქათამი 1ც.
სოუსი:
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ყვითელი ყვავილი 1 ჩ/კ.
თბილი წყალი 2 ჭიქა
მაიონეზი 230–270გრ.
ნიორი 3–4 კბილი
დაფქვილი წთელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი მოვხარშოთ, დავჭრათ სასურველი ზომის
ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში, შემდეგ შემწვარი ქათმის ნაჭრები
ჩავაწყოთ მომზადებულ სოუსში.
სოუსის მომზადება:
უცხო სუნელს დავამატოთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, დანაყილი ნიორი,
წიწაკა, მარილი, დავასახთ თბილი წყალი, შემდეგ გავაცივოთ და შევურიოთ
მაიონეზს.
|