კვერცხიანი პერაშკები
მასალა:
ცომი:
წყალი 0,5 ლ.
საფუარი (დროჟი) 25 გრ.
მარილი 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი 3 ჭიქა
შიგთავსი:
კამა 1 კონა
მწვანე ხახვი 1 კონა
მოხარშული კვერცხი 3ც.
ცოტა ხაჭო ან ყველი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თბილ წყლაში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ მარილი, ფქვილი
და მოვზილოთ რბილი ცომი, მომზადებულ ცომს გადავაფროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე
1 საათით. შემდეგ მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში
მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა და შევწვათ ღრმა ტაფაზე დიდი
რაოდენობის ადუღებულ ზეთში.
შიგთავსის მომზადება:
მოხარშული კვერცხი დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ ხაჭო
ან ყველი, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოვაყაროთ მარილი
და კარგად ავურიოთ.
|