კომბოსტოს მწნილი
მასალა:
კომბოსტო 1 დიდი თავი
სტაფილო 1 დიდი თავი
დაფნის ფოთოლი 2–3ც.
შავი პილპილის 20–25ც.
მარინადი:
თბილი წყალი 1ლ.
მარილი 2 ს/კ.
შაქარი 1 ს/კ.
მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, დაფნის ფოთოლი,
შავი პილპილის მარცვლები და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ სასურველ
ქილაში, დავასხათ მომზადებული მარინადი, ქილას დავაფაროთ თავსახური და დავდგათ ცივ
ადგილზე ორი კვირით.
მარინადის მომზადება:
თბილ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი.
|