
კომბოსტოს და ყველის
ხაჭაპური (ოსური)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 4 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
შაქარი 1 ჩ/კ.
რძე 1 ჭიქა
წყალი 1 ჭიქა
ზეთი 3 ს/კ.
შიგთავსი:
კომბოსტო 900გრ.
ზეთი 1–2 ს/კ.
ყველი 600გრ.
მარილი გემოვნებით
კარაქი წასასმელად.
მომზადება:
1/4 ჭიქა თბილ წყალს დავამატოთ საფუარი, შაქარი და
გავაჩეროთ 3–4 წუთი, შემდეგ დავამატოთ 1–2 ჩ/კ. ფქვილი, ავურიოთ და გავაჩეროთ თბილ
ადგილზე 15–20. 15–20 წუთის შემდეგ დავამატოთ დარჩენილი თბილი წყალი. ჯამში
ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი, შევურიოთ მარილი, ფქვილის ცენტრში გავაკეთოთ პატარა
სიღრმე, ჩავასხათ მასში ზეთი, მომზადებული საფუარი, თბილი რძე, ნელ–ნელა ფქვილი
ჯამის კიდეებიდან ჩავყაროთ ცენტრში და მოვზილოთ რბილი ცომი (თუ ცომო ძალიან სქელი
გამოვიდა დავამატოთ კიდევ დაახლოებით 0,5 ჭიქა თბილი წყალი), ცომს წავუსვათ ცოტა
ზეთი, გადვაფაროთ ტილო და დავადგათ თბილ ადგილზე 1–2 საათით ამოსასვლელად. ამოსული
ცომი გავყოთ 3 ნაწილად, დავამრგვალოთ, მოვათავსოთ ფიქვილმოყრილ ზედაპირზე და
გადავაფაროთ ტილო, რათა არ გამოშრეს, შემდეგ ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი, ცოტა
გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში მოვათავსოთ
მომზადებული შიგთავსის „გუნდა", შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით გავაბრტყელოთ,
მოვათავსოთ მშრალ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას არაფერი არ წავუსვათ), ცომი ცენტრში
ჩავჩხვლიტოთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი. (დარჩენილი ორი ცომიც ასევე მოვამზადოთ).
შიგთავსის მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში თავდაუხურავად დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ
დავაფაროთ თავზე და ვთუშო დარბილებამდე (თუშვის პერიოდში თუ საჭირო გახდება
დავამატოთ ცოტა წყალი, რათა კომბოსტო არ დაიწვას). მომზადებულო კომბოსტო
გავაცივოთ, გავწუროთ ხელებით, შემდეგ დავამატოთ გახეხილი ყველი (თუ საჭირო იქნება
დავამატოთ მარილი) და კარგად ავურიოთ. მომზადებული შიგთავსისგან გავაკეთოთ სამი
„გუნდა".
|