კარტოფილი არაჟნის სოუსით
მასალა:
კარტოფილი 1კგ.
ყველი 150გრ.
ზეთი 3–4 ს/კ.
სოუსი:
არაჟანი 250მლ.
პურის ფქვილი 1 ს/კ.
ლორი 150გრ.
ნიორი 4 კბილი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოდ, გავჭრათ შუაზე, დავაწყოთ ცხიმწასმულ ფორმაზე, მოვასხათ მომზადებული სოუსი,
მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევწვათ აირღუმელში.
სოუსის მომზადება:
ფქვილი მოვხალოთ ღია ყასფერი ფერის მიღებამდე, შემდეგ გავხსნათ
არაჟანში და წამოვადუღოთ, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ლორი, წვრილად დაჭრილი
ნიორი, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ გაზქურაზე 1 წუთი და გადმოვდგათ.
|