კიტრის სალათი (სამარხვო)
მასალა:
კიტრი 4ც.
ნიორი 2 კბილი
ხმელი პიტნა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ჩ/კ.
ზეთი 2 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის
ნაჭრებად. ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ მარილი, ძმარი, ზეთი კარგად ავურიოთ და
მოვასხათ დაჭრილ კიტრს, შემდეგ მოვაყაროთ პიტნა, ავურიოთ, გავაჩეროთ 5–10 წუთი და
მივირთვათ.
|