კარტოფილის
პიურე ყველით
მასალა:
კარტოფილი
450 გრ.
ყველი
250 გრ.
ნიორი
2–3 კბილი
ზეთი,
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
გავასუფთავოდ და მოვხარშოთ, შემდეგ წყალი გადავწუროთ და კარტოფილი კარგად
დავჭყლიტოთ. ნიორი დავჭრათ დიდ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში, შემდეგ ნიორი
გადავაგდოთ, ხოლო ზეთი დავასხათ კარტოფილის პიურეს, დავამატოთ პილპილი, გახეხილი
ყველი, მარილი და კარგად ავურიოთ.
|