კარტოფილის პიურე
მასალა:
კარტოფილი
700 გრ.
დაფნის
ფოთოლი 1–2ც.
ხახვი
2 თავი
ნიორი
2–3 კბილი
კამა
3–4 ძირი
კარაქი
6–7 ს/კ.
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
გავასუფთავოდ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, ერთი თავი ხახვი, ნიორი
(ნიორი და ხახვი გავასუფთავოდ), კამა, დავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე და
მოვხარშთ, მოხარშვის შემდეგ კარტოფილი ამოვიღოთ ქვაბიდან, დავჭრათ საშუალო ზომის
ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი და ზეთში შემწვარი ხახვი, მოვასხათ
გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ.
|