კარტოფილი მაიონეზით
და ყველით
მასალა:
კარტოფილი 10–14ც.
ხახვი 1–2ც.
ყველი 200–250გრ.
მაიონეზი, შავი პილპილი და მარილი
გემვნებით.
ქინძი მოსაყრელად.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოდ და გავჭრათ შუაზე,
შემდეგ თითოეული კარტოფილის ნაჭერი მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ისე
რომ დაჭრილი მხარე მოექცეს ქვევით. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მრგვალად დაჭრილი
ხახვი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვასხათ მაიონეზი და გამოვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
მომზადების შემდეგ მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
|