იტალიური პური
(სამარხვო)
მასალა:
პურის ფქვილი დაახლოებით 1კგ.
ხახვი 1 თავი
ზეთისხილი 1 ჭიქა
საფუარი 20გრ.
მარილი 1,5 ჩ/კ.
შაქარი 1 ჩ/კ.
ზეთი ხახვის შესაწვავად
თბილი წყალი დაახლოებით 2 ჭიქა.
მომაზდება:
ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებულად და შევწვათ ზეთში დარბილებამდე.
ზეთისხილი დავჭრათ მსხვილად. პურის ფქვილი გავცრათ, დავამატოთ ხახვი, ზეთისხილი,
მარილი, შაქარი, საფუარი, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. ვზილოთ
დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 2
საათით. 2 საათის შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, თითოეულს მივცეთ
პურის (ბატონის) ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, დავსეროთ
რამოდენიმე ადგილას, გავაჩეროთ კიდევ 20 წუთი და შემდეგ გამოვაცხოთ აირღუმელში.
|