გოგრის ხაჭაპური (ოსური)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 300გრ.
კეფირი 2 ჭიქა
შაქარი 5გრ.
მარგარინი 30გრ.
საფუარი (დროჟი) 5გრ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
გოგრა 600–700გრ.
ხახვი 2–3 თავი
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი
გემოვნებით.
ზეთი შესაწვავად.
კარაქი ხაჭაპურზე წასასმელად.
მომზადება:
ფქვილი გავცრათ, ცენტრში გავაკეთოთ სიღრმე,
შემდეგ ამ სიღრმეში ჩავასხათ კეფირი, ჩავდოთ დარბილებული მარგარინი, მოვაყაროთ
მარილი, შაქარი, საფუარი და მოვზილოთ ცომი. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ
ადგილზე 2–3 საათით ამოსასვლელად. შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად,
ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში
მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსის ნახევარი, შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით
გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ცომი ცენტრში
ჩავჩხვლიტოთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი. (მეორე ხაჭაპურიც ასევე
გამოვაცხოთ).
შიგთავსის მომზადება:
გოგრა ნახევრად მოვხარშოთ, შემდეგ
ამოვაცალოთ რბილობი და გადავაქციოთ პიურედ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი და ზეთში
შემწვარი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
|