![](/12/2681.jpg)
ღორის ხორცის ალადები
მასალა:
ღორის ხორცი 500 გრ.
კვერცხი 2 ც.
სახამებელი (კრახმალი) 2 ს/კ.
მაიონეზი 2 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი მოვხარშთ ნახევრად, შემდეგ დავჭრათ
კუბიკებად, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, სახამებელი, მაიონეზი, მოვაყაროთ წიწაკა,
მარილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა სუფრის კოვზით მოვათავსოთ ზეთდასხმულ
ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.
|