ძეხვი (სამარხვო)
მასალა:
მუხუდო ან
ბარდა 1 ჭიქა
წყალი 2 ჭიქა
ზეთი 50 მლ.
ჭარხლის წვენი 1,5 ჭიქა
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ნიორი 1–2 კბილი
მარილი 1 ჩ/კ.
ცოტა მუსკატის კაკალი
მდოგვის მარცვლები 0,5 ჩ/კ.
ცოტა შავი პილპილი.
მომზადება:
მუხუდოს ან ბარდას დავსხათ წყალი და გავაჩეროთ ერთი ღამით,
შემდეგ წყალი გადავწუროთ, მუხუდოს დავსხათ 2 ჭიქა წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე
დარბილებამდე (თუ საჭირო იქნება ხარშვის დროს დავამატოთ წყალი). დარბილების შემდეგ
წყალი გადავსხათ, დავტოვოთ მხოლოდ 50მლ. დავამატოთ 50მლ. ზეთი და ვხარშოთ კიდევ
10–15 წუთი. 10–15 წუთის შემდეგ მომზადებული ბარდა სითხიანად დავაბლენდეროთ
(ბარდას გაცივება არ სჭირდება), დავამატოთ მომზადებული სუნელები, ჭარხლის წვენი,
და კვლავ დავაბლენდეროთ. მომზადებული მასა შევახვიოთ პარკში (ძალიან მჭიდროდ), მივცეთ
ძეხვის ფორმა, შემდეგ პარკის ორივე ბოლო შევკრათ ძაფით და შევინახოთ მაცივარში
(საყინულეში) რამოდენიმე საათით. (თუ გვსურს, რომ „ძეხვი" უფრო სქელი გამოვიდეს,
მაშინ ნაკლები სითხე დავამატოთ).
სუნელების
მომზადება:
მდოგვის
მარცვლები შევწვათ მცირე რაოდენობის ზეთში ტაფზე თავდახურულ მდგომარეობაში,
როდესაც მარცვლები „ხტუნვას" შეაჩერებენ გადმოვდგათ გაზქურიდან და ზეთი
გადავასხათ. შემდეგ დავამატოთ დანაყილი ნიორი, მარილი, მუსკატის კაკალი, ხმელი
ქინძი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
|