დესერტი „ბლომანჟე"
მასალა:
ხაჭო 500გრ.
კვერცხის გული (ყვითრი) 2ც.
კარაქი 250გრ.
შაქარი 1 ჭიქა
ჟელატინი 2 პაჩკა
ჟელე (სწრაფად მოსამზადებელი) 4 პაჩკა
წყალი (ჟელატინზე დასასხმელად) 2 ჭიქა
მომზადება:
ჟელატინს დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავდგათ გაზქურაზე და წამოვადუღოთ,
შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაცივოთ (დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში).
ხაჭო, კვერცხის გული, კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ
დავამატოთ გაციებული ჟელატინი, ავურიოთ, ჩავასხათ სასურველ ფორმებში და შევინახოთ
მაცივარში გასაცივებლად. ჟელე მოვამზადოთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის
მიხედვით, გავაცივოთ, შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ ჟელატინიანი მასა და დავასხათ
მომზადებული ჟელე, კვლავ შევდგათ მაცივარში და გავაცივოთ.
|