ბუბლიკი (სამარხვო)
მასალა:
თბილი წყალი 0,5ლ.
შაქარი 1 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 11გრ.
ძმარი 1 ჩ/კ.
სამარხვო კარაქი 3–4 ს/კ.
პურის ფქვილი 1კგ.
ვანილი გემოვნებით.
შაქრის პუდრა მოსაყრელად.
მომზადება:
თბილ
წაყლაში გავხსნათ შაქრი, დავამატოთ ძმარი, კარაქი, შემდეგ ფქვილის ნახევარს
შევურიოთ საფუარი და დავამატოთ კარაქიან მასას, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ
ვანილი, დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი დავდგათ თბილ
ადგილას 40–50 წუთით ამოსასვლელად. ამოსვლის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ (ცომი ძალიან თხლად არ გავაბრტყელოთ) და
ჭიქით
ან სპეციალური საჭრელით ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, შემდეგ უფრო პატარა ფორმით ამოვჭრათ შუაგული, გამზადებული ბუბლიკები დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე,
დავდგათ თბილ ადგილას 15 წუთით და შემდეგ გამოვაცხოთ 160–170*
ტემპერატურაზე
გაცხელებულ
აირღუმელში
დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|