ბლომანჟე
მასალა:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
არაჟნი 0,5 ქილა
ჟელატინი 1 პაჩკა
შოკოლადი და ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ (გავაკეთოთ გოგლიმოგლი),
დავამატოთ არაჟანი, ვანილი და კარგად ავურიოთ. ჟელატინი გავხსნათ 1,5 ჭიქა წყალში,
დავდგათ გაზქურაზე, წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაცივოთ.
როდესაც გაცივდება, დავამატოთ არაჟნიან მასას, ავურიოთ და გავყოთ ორ ნაწილად, ერთ
ნაწილში დავამატოთ გამდნარი შოკოლადი, ხოლო მეორე ნაწილი (თეთრი ნაწილი) შევინახოთ
მაცივარში. როდესაც თეთრი მასა გაცივდება, გამოვიღოთ მაცივრიდან, დავასხათ
შოკოლადიანი მასა და კვლავ შევინახოთ მაცივარში.
|