ბლინი კარტოფილის შიგთავსით (სამარხვო)
მასალა:
ცომი:
ცივი წყალი 3 ჭიქა
ზეთი 2 ს/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
პურის ფქვილი თხელი არაჟნის კონსისტენციის მისაღებად.
შიგთავსი:
კარტოფილი 8ც.
ხახვი 1–2 თავი
სტაფილო 1ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წყალს დავამატოთ ზეთი, მარილი, სოდა და ფქვილი იმ რაოდენობით რომ
მივიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენცია. მომზადებული მასისგან შევწვათ ბლინები ზეთში.
თითოეული შემწვარი ბლინი გავჭრათ შუაზე, წავუსვათ მომზადებული შიგთავსი და
გადავახვიოთ.
შიგთავსის მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე. წვრილად დაჭრილი ხახვი და
გახეხილი სტაფილო მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ კარტოფილის პიურე, მოვაყაროთ
მარილი და კარგად ავურიოთ.
|