ბლინების ფქვილის გარეშე
მასალა:
კვერცხი 5ც.
მაიონეზი 5 ს/კ.
კარაქი შესაწვავად.
შიგთავსი №1:
ყველი 300გრ.
ნიორი 1 კბილი
არაჟანი 4 ს/კ.
შიგთავსი №2:
ხაჭო 300გრ.
არაჟანი 2 ს/კ.
პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი და მაიონეზი
ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, შემდეგ ტაფას წავუსვათ კარაქი და მომზადებული მასისგან
შევწვათ ბლინები მხოლოდ ერთი მხრიდან. მომზადებულ ბლინს წავუსვათ შიგთავსი №1
დავაფაროთ მეორე ბლინი, წავუსვათ შიგთავსი №2 და გადავახვიოთ რულეტისებურად.
(დანარჩენი ბლინებიც ასევე მოვამზადოთ).
შიგთავსი №1–ის
მომზადება:
ყველი გავხეხლოთ,
შემდეგ დავმატოთ არაჟანი, დანაყილი ნიორი და კარგად ავურიოთ.
შიგთავსი №2–ის
მომზადება:
ხაჭოს დავამატოთ
არაჟანი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
|