ბადრიჯანი ნიგვზით და ხაჭოთი
მასალა:
ბადრიჯანი 2–3ც.
ხაჭო 200გრ.
ნიგოზი 100გრ.
არაჟანი 1–2 ს/კ.
ნიორი 3–4 კბილი
ზეთი შესაწვავად
კამა. რეჰანი, ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ
თხლად სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5–10 წუთი, შემდეგ გავწუროთ და
შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. შეწვის შემდეგ თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ
მომზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტისებურად.
შიგთავსწის მომზადება:
ნიგოზი და ნიორი
დავაბლენდეროთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, არაჟანი, ხაჭო, მოვაყაროთ
მარილი და კარგად ავურიოთ.
|