წიწილა თეთრი ღვინის საწებლით
მასალა:
წიწილა 1ც.
კარაქი 30გრ.
ხახვი 2 თავი
პამიდორი 200გრ. (ან მწიფე ტყემალი - 50 გრამი)
თეთრი ღვინო 200გრ.
ახალი პიტნა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარგად გასუფთავებული წიწილა გავჭრათ ოთხად, მოვაყაროთ მარილი და
შევწვათ დაბალ ფართო ქვაბში (კარაქში). როცა წიწილა ირგვლივ კარგად შეწითლდება,
ჩავუმატოთ დაკეპილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა თავდახურულ ქვაბში. ხახვი რომ
ჩაიხრაკება, დავასხათ თეთრი ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ დაიშრობს ღვინოს.
შემდეგ კიდევ დავასხათ იმდენი ღვინო, რომ წიწილას ფარავდეს. როდესაც ადუღდება,
ჩავუმატოთ კანგაცლილი, გახეხილი პამიდორი ან მწიფე ტყემალი და წვრილად დაკეპილი
ახალი პიტნა. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად, თავისივე საწებელთან ერთად, ღრმა ლანგრით.
|