შემწვარი ქათმის კისრები
მასალა:
ქათმის კისრები 1კგ.
არჟანი 3 ს/კ.
კეჩუპი 2 ს/კ.
ქინძი, ჯანჯაფილი, ქონდარი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჯანჯაფილს დავამატოთ ქონდარი, მარილი, კარგად ავურიოთ, მიღებული მასა
წავუსვათ ქათმის კისრებს, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე. არაჟანს დავამატოთ
კეჩუპი, წვრილად დაჭრილი ქინძი, კარგად ავურიოთ და წავუსვათ ქათმის კისრებს.
შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. მომზადების შემდეგ ქათმის
კისრები დავაწყოთ სალათის ფურცლებზე.
|