ნაღებში გამომცხვარი
კარტოფილი
მასალა:
კარტოფილი 1კგ.
ნაღები 200მლ.
კარაქი 70გრ.
კამა, ქონდარი, წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოთ, დავჭრათ 4–6 ნაწილად. კარაქი გავადნოთ,
დავამატოთ დაჭრილი კამა, მოვაყაროთ ქონდარი, წიწაკა და ვადუღოთ დაახლოებით 3 წუთი.
შემდეგ დავასხათ გამოსაცხობ ფორმაზე, დავაწყოთ კარტოფილი, ავურიოთ, შევდგათ
აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი (კარტოფილი თითქმის მზად უნდა იყოს),
შემდეგ დავასხათ ნაღები (თუ ვაცხობთ კერამიკის ან შუშის ფორმაში, სანამ ნაღებს
დავასხავთ აუცილებელია ნაღები გავაცხელოთ) და ვაცხოთ კიდევ 10 წუთი.
|