წითელი მოცხარის კომპოტი
მასალა:
წითელი
მოცხარი
500გრ.
შაქარი
4-5 ჭიქა
წყალი
3 ლიტრიან
ქილაზე.
მომზადება:
მოცხარი
გავასუფთავოთ
(ძირისა და ფოთლისაგან) და სტერილიზებულ ბანკაში ჩავყაროთ (სამ ლიტრიანი ქილა ნახევრამდე გავავსოთ). ადუღებულ წყალში ჩავყაროთ შაქარი, ვურიოთ და ვადუღოთ შაქრის გადნობამდე. შემდეგ მომზადებული სიროფი დავასხათ მოცხარს და მოვხუფოთ. ქილა გადმოვაბრუნოთ და შევფუთ, გავაჩეროთ ერთი დღე. ამ მეთოდით
ხდება სტერილიზაციის პროცესი. შევინახოთ გრილ ადგილას.
|