კორკოტი
მასალა:
ხორბლის ბურღული 250გრ.
შაქარი ან თაფლი 20გრ.
ზეთი 15გრ.
ნიგოზი 20გრ.
მომზადება:
ხორბლის ბურღული მოათავსეთ
ტაფაზე და ოდნავ მოხალეთ. მოხალული მარცვალი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ
დაახლოებით 2-2,5 საათი ისე, რომ ბურღული მთლიანად ჩაიშალოს. როცა კარგად
გაფუვდება, ჩაამატეთ ზეთი, გადმოიღეთ ლანგარზე, შეურიეთ შაქრის ფხვნილი ან თაფლი
და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
|