კარტოფილი არაჟნით
მასალა:
კარტოფილი 15ც.
ერბო 3 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
კვერცხი 4ც.
ჯავზი და მარილი გემოვნებით
ერბო შესაწვავად.
მომზადება:
კარტოფილი გავრეცხოთ, გავფცქვნათ და მოვხარშოთ. შემდეგ გავხეხოთ, შიგ
ავურიოთ 3 ს/კ. ერბო, 2 ს/კ. არაჟანი, ცოტა ჯავზი, მარილი, 4ც. კვერცხის გული, ორი
ცილა ძალიან აქაფებული და გავაკეთოთ პატარ–პატარა მრგვალი კვერები. ერბოში ორივე
მხარეს შევწვათ. სოუსი გავუკეთოთ და ისე მივიტანოთ, ოხრახუში მოვაყაროთ.
|