იტალიური პონჩიკები
მასალა:
300გრ. ნადუღი
1-2ც. კვერცხი
4 ს/კ. ფქვილი
2 ჩ/კ. ფორთოხლის ცედრა
1/2 ჩ/კ. სოდა
შოკოლადის ნატეხები 4-5 ს/კ.
ქიშმიში 5-6 ს/კ.
მომზადება:
ნადუღს დავამატოთ კვერცხი, ფორთოხლის ცედრა, სოდა, ფქვილი და კარგად
ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ შოკოლადის ნატეხები და ქიშმიში. გავაკეთოთ დაახლოებით
კაკლის ზომის ბურთულები და შევწვათ ცხელ ზეთში. ზეთი ჩავასხათ დაახლოებით 2 თითის
სისქეზე. მზა პონჩიკები გადავიტანოთ ქაღლდის ხელსახოციან თეფშზე, რათა ზედმეტი
ცხიმი მოშორდეს, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მივირთვათ თბილი.
|