ბერგამოტი
ბერგამოტი
– არც თუ ისე დიდი მარადმწვანე, ფორთოხლის მსგავსი ხეხილია, სიმაღლით 3-5 მეტრი.
ბერგამოტის ფოთლები მოგრძო-ოვალურია, ქვემოდან - ღია მწვანე. ნაყოფი- საშუალო
ზომის (4,5- 6,0 სმ. დიამეტრის), მრგვალი ან მსხლისებრი ფორმის, მომწვანო,
სასიამოვნო მომჟავო ან მჟავე, ოდნავ მომწარო და საერთოდაც, საჭმელად ნაკლებად
ვარგისი რბილობით. ბერგამოტს ზოგჯერ
ნარინჯის ნაირსახეობას უწოდებენ. ძირითადად ამრავლებენ როგორც ეთერზეთოვან
კულტურას. ამ მცენარის ნაყოფის კანის შეფერილი ფენიდან, რომელსაც ძლიერი
სპეციფიკური სუნი აქვს, ასევე ყვავილებისგან, ფოთლებისა და ნორჩი ყლორტებისაგან
იღებენ ეთეროვან ზეთს (დაახ. 1,7%), რომელიც გამოიყენება მედიცინაში, პარფიუმერულ
და საკონდიტრო წარმოებაში. ბერგამოტი, ასევე, გამოიყენება ჩაის წარმოებაში –
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული Earl Grey-ის სახეობა სწორად ამ ზეთით არის
არომატიზებული. ბერგამოტის ზეთის საფუძველზე პირველად 1676 წელს გერმანიის ქალაქ
კიოლნიში დამზადებულ იქნა ოდეკოლონი. ბერგამოტის ზეთს აქვს სასიამოვნო ნორჩი
არომატიც და მიიჩნევა საუკეთესოდ ეთეროვან ზეთებს შორის, რომლებიც ციტრუსოვანთაგან
მიიღება. კოსმეტიკური ზემოქმედება ბერგამოტის ეთერზეთისა განისაზღვრება მისი
ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი თვისებებით. სასარგებლოა
ახალგაზრდა პრობლემური კანისთვის, ფერიმჭამლების გამონაყრის სამკურნალოდ და სხვა
უსიმოვნებისგან. ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანს ბერგამოტი ხდის უფრო სუფთას
და ნორჩს, ატონიზირებს, ავიწროებს ფორებს, ათანაბრებს პიგმენტირებული მონაკვეთების
ტონს. ბერგამოტის ზეთი ხელს უწყობს სიცხესთან ბრძოლას. ამისათვის გამოიყენება ცივი
კომპრესები ფეხის წვივების კუნთებზე. ბერგამოტი განსაკუთრებით ეფექტურია
ცისტიტების და ურეთრიტის მკურნალობის დროს, რომლის დროსაც ცხელი ჩასაჯდომი
აბაზანები ზეთის რამდენიმე წვეთით ხელს უწყობენ ანთების მკურნალობას, სპაზმებისა
და ტკივილის მოხსნას. ბერგამოტის ზეთი ასტიმულირებს იმუნიტეტს, ამაღლებს
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსული ინფექციების მიმართ. ბერგამოტი –
შესანიშნავი საშუალებაა ჰერპესის წინააღმდეგ: ჯერ კიდევ უმნიშვნელო შეწითლება უნდა
დაიზილოთ სუფთა ეთერზეთით ყოველ 3 საათში ერთხელ. ბერგამოტს, ფაქტობრივად მხოლოდ იტალიაში ზრდიან, კალაბრიის
პროვინციაში. ბერგამოტი მიღებულ იქნა როგორც კულტურა XVII საუკუნიდან
ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სადაც შეიტანეს აღმოსავლეთ ინდოეთიდან.
დღესდღეობით ცნობილია მისი 5 ნაირსახეობა. საქრთველოში მისი კულტივირება ხდება
შავი ზღვის სანაპიროზე.
წყარო:
sisi.ge
|