დამარინადებული სოსისი ჩეხურად
მასალა:
სოსისი (სარდელი) 1კგ
ხახვი 1კგ.
ძმარი 1 ჭიქა
წყალი 1,5 ჭიქა
მარილი 2 ს/კ.
შავი პილპილი 1/4 ჩ/კ.
შაქარი 1 ჩ/კ.
ზეთი 1 ს/კ.
დაფნა 3ც.
მომზადება:
მარინადის
მომზადება: წყალი ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ ძმარი, დავდგათ გაზქურაზე და
წამოვადუღოთ. შემდეგ დავამატოთ მარილი, შაქარი, ზეთი, დაფნის ფოთოლი და გავაჩეროთ
გაზქურაზე დაახლოებით 2 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაცივოთ. სოსისს
მოვაცალოთ კანი და დავჭრათ 3–4სმ. სისქის ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ მრგვალად,
ქილაში ან ქვაბში ფენებად მოვათავსოთ ჯერ ხახვი შემდეგ სოსისი (პირველი და ბოლო
ფენა უნდა იყოს ხახვი), დავასხათ მომზადებული მარინადი, დავაფაროთ თავზე და
გავაჩეროთ დასამარინადებლად ოთახის ტემპერატურაზე 3 დღით. მომზადებულ სოსისი
გავიტანოთ სუფრაზე ცივ პივასტან ერთად.
|