ნამცხვარი „კარტოფილი" (სამარხვო)
მასალა:
სამარხვო ორცხობილა (პეჩენია) 250გრ.
ნიგოზი 250გრ.
პავიდლო 4–5 ს/კ.
მარგარინი 100გრ.
კაკაო 4,5 ს/კ.
ნამცხვრების ამოსავლებად:
სამარხვო ორცხობილა (პეჩენია) 50–75გრ.
კაკაო 1,5 ს/კ.
მომზადება:
ორცხობილა და ნიგოზი დავაბლენდეროთ. მარგარინი და პავიდლო ავთქვიფოთ
მიქსერით, დავამატოთ კაკაო, დაბლენდერებული ორცხობილა და ნიგოზი და კარგად
ავურიოთ. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ კარტოფილის მსგავსი ფორმები და ამოვავლოთ
დაფქვილ ორცხობილაში და კაკაოში.
|