
არხვარახჩაპა–პაშტეტი
სუბპროდუქტებით (აფხაზური)
მასალა:
ღვიძლი (საქონლის ან ღორის) 200გრ.
გული (საქონლის ან ღორის) 200გრ.
ფილტვები (საქონლის ან ღორის) 100გრ.
ნიგოზი 100გრ.
ხახვი 2–3 თავი
ნიორი 3–4 კბილი
ქინძი 5–6 ძირი
კამა 2–3 ძირი
ქონდარი 2–3 ძირი
აჯიკა 1–2 ჩ/კ.
მარილი, ძმარი ან ბროწეულის წვენი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული ღვიძი, გული და ფილტვები მოვხარშოთ წყალში, შემდეგ
მოხარშული მასა ამოვიღოთ ბულიონიდან, გავაცივოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში,
დავამატოთ 1–2 ს/კ. ბულიონი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები, დანაყილი
ნიორი, გატარებული ნიგოზი, აჯიკა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად
ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გავაფორმოთ მწვანილით.
|