ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური - 14 ნოემბერში 2012 - samzareulo.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
რეკლამა
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
რეკლამა
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1245
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
......
რეკლამა
...........
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური
15:35
ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური


ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 2 კგ.

საფუარი 3 ს/კ.

მარილი 2 ჩ/კ.

შაქარი 1 ს/კ.

ზეთი 3 ს/კ.

წყალი რამდენიც დასჭირდება.

 

შიგთავსი:

ყველი 1კგ.

კარაქი და კვერცხი გემოვნებით.

 

მომზადება:

საფუარს დავამატოთ შაქარი, მარილი და გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში, გავაჩეროთ 15 წუთი შემდეგ დავამატოთ ფქვილი, თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი (ცომი ოდნავ ხელებს უნდა ეკვროდეს), ბოლოს დავამატოთ ზეთი,  კარგად გადავზილოთ, გადვაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ ცომი გავყოთ პატარა გუნდებად.  ავიღოთ ერთი ცალი ცომის გუნდა გავაბრტყელოთ თხელ ფორმაზე თითებით მრგვალად, შემდეგ გვერდები გადავუკეცოთ ( მივცეთ აჭარული ხაჭაპურის ფორმა) ცენტრში მოვათავსოთ დაფხვნილი ყველი.  მომზადებული ხაჭაპური მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში, მომზადებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ხაჭაპური გამოვიღოთ გაზქურიდან, ყველი კოვზით მოვაგროვოთ ხაჭაპურის ცენტრში, შემდეგ ჩასის კოვზის საშუალებით ხაჭაპურს გვერდებიდან გამოვაცალოთ ცომი, ყველი გავასწოროთ, დავახალოთ 1 ცალი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში 1–2 წუთით. გამოცხობის შემდეგ ხაჭაპურს დავადოთ კარაქის ნაჭერი.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 1714 | დაამატა: natia | ტეგები: ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: