მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ტორტი „გენერალი“
17:02
ტორტი „გენერალი“


ტორტი „გენერალი"

 

მასალა:

პურის ფქვილი 2 ჭიქა

კვერცხი 4 ც.

შაქარი 2 ჭიქა

მარგარინი 200გრ.

არაჟანი 1 ჭიქა

სოდა 1 ჩ/კ.

ძმარი 1 ს/კ.

ქიშმიში 1 ჭიქა

ნიგოზი 1 ჭიქა

კაკო 2–3 ს/კ.

 

კრემი:

პურის ფქვილი 1,5 ჭიქა

შაქარი 2 ჭიქა

წყალი ან რძე 3 ჭიქა

ვანილი 1ც.

მარგარინი 500გრ.

სგუშონი 1 ქილა.

კაკო 2–3 ს/კ.

 

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ გათეთრებამდე შაქართან და დარბილებულ მარგარინთან ერთად, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად, 1 ნაწილს დავამატოთ ქიშმიში (ქიშმიშს წინასწარ დავასხათ ადუღებული წყალი და შემდეგ გავაშროთ) კარგად ავურიოთ და ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. დანარჩენი ორი ცომიც ასევე გამოვაცხოთ, მხოლოდ ქიშმიშის მაგივრად ერთ ცომს დავამტოთ კაკაო, ხოლო მეორეს გატარებული ნიგოზი.

 

კრემის მომზადება:

პურის ფქვილს ავურიოთ შაქარი და გავძრათ 1 ჭიქა ცივ წყალში, შემდეგ დავამატოთ 2 ჭიქა ადუღებული წყალი, ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ (დუღილისას კრემს განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით), სქელი მასის მიღებამდე, მოდუღების შემდეგ კრემი გადმოვდგათ გაზქურიდან და გავცივოთ. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ მარგარინი, დავამატოთ სგუშნი, კაკო და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ გაცივებული კრემი, ვანილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული კრემი 20 წუთით შევდოთ მაცივარში (საყინულეში).

 

ტორტის აწყობა:

ქიშმიშიან ბისკვიტს წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფროთ კაკაოიანი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, დავაფროთ ნიგვზიანი ბისკვიტი წავუსვათ კრემი და მოვრთოთ კრემით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 5328 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „გენერალი“ | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: