ორაგულის ჩახოხბილი
მასალა:
ორაგულის ფილე 600 გრ.
პომიდორი 300 გრ.
ხახვი 3 თავი
ტომატ პასტა3 ს/კ კოვზი
ლიმონი 1 / 2 ც.
მცენარეული ზეთი 100 გრ
ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთის ნახევარში, შემდეგ დავამატოთ
საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ორაგულის ფილე, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა,
დავასხათ დარჩენილი ზეთი და ვთუშოთ დაბალ ტემპერატურაზე 5 წუთი. დავამატოთ
ტომატპასტა და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ მომზადებულ ფილეს დავასხათ 1 ჭიქა წყალი
და ავადუღოთ. პომიდორს გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ წვრილად
დაჭრილი მწვანილები, მოვასხათ ლიმონის წვენი, ჩავასხათ ფილეში კარგად ავურიოთ და
10 წუთი შევდგათ 220 °С ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში. მომზედების შემდეგ თავზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი
მწვანილი.
|