აჭარული (მალახტო)
მასალა:
ლობიო მწვანე 1კგ.
ნიგოზი 1 ჩ/ჭ.
ნიორი 2–3 კბილი
ქინძი 1 ძირი
ისრიმის წვენი, წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭყინტი პარკი ლობიო მოხარშეთ, გაუწურავად გადაიღეთ გობზე. მოაყარეთ
ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი, ნიორი, ნედლი ქინძი, წიწაკა, მარილი, ისრიმის
წვენი და ხის ლაფერათი მორეგვეთ.
|