წაბლი - 23 აგვისტოში 2011 - samzareulo.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
....
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [201]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [96]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [200]
ნამცხვრები [71]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
რეკლამა
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 964
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
www.wsa.ge
რეკლამა
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » წაბლი
21:46
წაბლი


წაბლი

 

წაბლი საქართველოში ყველასათვის ცნობილი მცენარეა, მაგრამ მივიწყებულია მისი კულინარიაში, ტორტების, შაქარლამის და სხვ. გამოყენების ტრადიცია. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ქართულმა ხალხურმა ტრადიციამ: წაბლს ახმობდნენ, ფქვავდნენ და ფქვილში ურევდნენ. ანალოგიურ პროცედურას  სამკურნალო თვისებებს მიაწერს სლავური  ტრადიცია. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია ჩატარდეს კვლევები წაბლის ფარმაკოლოგიური თუ კულინარული ნიშების შესწავლა - გამოვლენისათვის, მათ შორის - თაფლისა (წაბლი უხვად იძლევა თაფლს). 35 მეტრამდე სიმაღლის ხეა, საუკეთესო მერქნით. ვარჯის დიამეტრი 1,5 მეტრსაც აღწევს. ეკუთვნის თაფლისებრთა ოჯახს. ერთსახლიანი მცენარეა, სქესგაყოფილი ყვავილებით. ნაყოფი 1 ან 2 კაკალია, გახვეულია ეკლიან საბურველში; ყვავის ივნის - ივლისში, ნაყოფი მწიფდება და ცვივა სექტემბერ - ოქტომბერში. წაბლი უფრო გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სამაჩაბლოში, ალაზნის მარცხენა ნაპირზე;  კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე. გაშენება რთული არაა. მრავლდება თესლით. პლანტაციებს ძირითადად აშენებენ ნერგით. მნიშვნელოვანია ნაკვეთზე მცენარეთა სწორად განლაგება. ეს დამოკიდებულია პლანტაციის მიზნებზე, მეურნეობის კომპლექსურ ეკონომიკურ ხედვასა და რელიეფზე. საზოგადოდ, კარგი სამერქნე ვარჯის ფორმირებისათვის სასურველია მცენარეებს შორის დაცილება 12 - 15 მეტრი იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოიკლებს მოსავალი და მცენარეთა შორის სხვა კულტურების გაშენება არარენტაბელური  გახდება. თუკი გვსურს მცენარეთა შორის გავაშენოთ მაგ. ვალერიანა, დაცილება ხეებს შორის 30 მეტრამდე უნდა გაიზარდოს. ეს საკითხები კონკრეტულ სიტუაციაში, კომპლექსური ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. წაბლის პლანტაციის დაგეგმვა რთულია. ერთის მხრივ, ეს არის ძვირფასი ნაყოფისა და მერქნის მომცემი მცენარე; მეორეს მხრივ, ნაყოფი პლანტაციის გაშენებიდან 6 - 7 წლის შემდეგ ხდება რენტაბელური, მერქანი კი  - 15 - 12 წლის შემდეგ. ამის გამო, ინვესტირების უკუგება იწყება გვიან, თუმცა უკუგების დაწყების შემდეგ იგი ხანგრძლივად მდგრადია. აქედან გამომდინარე, წაბლის პლანტაცია კომპლექსურად უნდა დაიგეგმოს და პირველ წლებში საინვესტიციო უკუგება თანამდევი კულტურებიდან უნდა იქნეს მიღებული.


უშუალოდ წაბლისათვის მარკეტინგული არეალებია:

1. ნაყოფის გამოყენება ფარმაციაში

1.1. კანი 8 - 18% ტანინს, ქერქი - 10%, ეკლიანი საბურველი - 8 - 20%, ფოთლები - 12%, ხოლო        ყვავილედი 13% ტანინს შეიცავს.

ფოთლების მასა ერთ ჰექტარზე 200 კგ, თანაყვავილედები - 40 - მდე ეკლიანი საბურველისა კი - 800 კგ - ია.

1. 2. ნაყოფის გამოყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით საჭიროებს დამატებით ინფორმაციას.

2. თაფლი

წაბლი კარგი თაფლოვანია. სასურველია დამატებითი კვლევები მისი სამკურნალო მიზნით გამოყენების შესასწავლად. ხალხური მედიცინა მას ფრიად საინტერესო მიზნით - შინაგანი ორგანოების სისხლჩაქცევებისას იყენებს.

3. ნაყოფის საკვებად და კულინარიაში გამოყენება

4. საღებრად გამოიყენება. ფოთლები და ყლორტები, ნაყოფის კანი მუქყავისფრად და შავად ღებავს.

5. მერქანი; წაბლი ერთ ჰექტარზე 400 - 600 კუბურ მეტრ ძვირფას მერქნას იძლევა.

 

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 310 | დაამატა: natia | ტეგები: წაბლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: