მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ტორტი „საოცრება“
17:05
ტორტი „საოცრება“


ტორტი „საოცრება"

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

სგუშონი 1 ქილა

კვერცხი 2ც.

კაკო 3 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

ძმარი 1 ს/კ.

 

კრემი:

ქლიავის ჩირი 500გრ.

ნიგოზი 1 ჭიქა

არაჟანი 500გრ.

შაქარი 1 ჭიქა

 

მინანქარი (გლაზური):

შავი შოკოლადი 100გრ.

ნაღები 100–150გრ.

კაკაო 1 ჩ/კ.

 

მომზადება:

სგუშონს დავამატოთ კვერცხი, კაკო, სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ცომის ერთი ნაწილი ჩავსხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში.  დანარჩენი ორი ცომიც ასევე გამოვაცხოთ.

 

კრემის მომზადება:

შაქარი ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად, შემდეგ დავამატოთ გატარებული ჩირი, ნიგოზი და კარგად ავურიოთ.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

შოკოლადი გავადნოთ ნელ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე, პერიოდულად ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გადნება, შემდეგ დავამატოთ ნაღები, კაკო და ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. (მინანქარი ცოტა გავაცივოთ და შემდეგ მოვასხათ ტორტს).

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარ ფირფიტას წავუსვათ მომზადებული კრემის ნახევარი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ დარჩენილი კრემი, შემდეგ დავაფაროთ მესამე ფირფიტა (მესამე ფირფიტას კრემი არ უნდა წავუსვათ) და მთლიან ზედაპირზე მოვასხათ მინანქარი (გლაზური). მომზადებული ტორტი რამოდენიმე საათით შევდოთ მაცივარში.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2143 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „საოცრება“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: