მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » თებერვალი » 3 » ტორტი „ნაზი ღამე“
17:50
ტორტი „ნაზი ღამე“


ტორტი „ნაზი ღამე"

 

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 10ც.

პურის ფქვილი 10 ს/კ.

შაქარი 10 ს/კ.

ვანილი 1ც.

სოდა 0,5ჩ/კ.

კაკაო 2–3 ს/კ.

 

დასანამი:

1 ჭიქა ტკბილი ჩაი + 1 ს/კ. კონიაკი + 1ჩ/კ. ხსნადი ყვა.

 

კრემი:

მოხარშული სგუშონი 1 ქილა.

კარაქი 250გრ.

ვანილი გემოვნებით.

 

შიგთავსი:

ბანანი 4–5ც.

 

მინანქარი (გლაზური):

სგუშონი 200გრ.

შავი შოკოლადი 200გრ.

შაქარი 2 ს/კ.

კარაქი 2 ჩ/კ.

კაკაო 1 ჩ/კ.

ვანილი 2ც.

 

გასაფორმებლად:

მოხალული მიწის თხილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი, კაკაო  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ მოხარშული სგუშონი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი, კაკაო და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. (ტორტზე მოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ მინანქარი ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავამატოთ ადუღებული რძე.

 

ტორტის აწყობა:

ბისკვიტი გავაცივოთ და გავჭრათ შუაზე 2 ფენად, შემდეგ პირველი ფენა დავნამოთ, წავუსვათ მომზადებული კრემი, კრემზე დავაწყოთ დაჭრილი ბანანი, დავაფაროთ მეორე ფენა, დავნამოთ, წავუსვათ კრემი, მოვასხათ მინანქარი და გავაფორმოთ მოხალული წვრილად დაჭრილი მიწის თხილით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 3827 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „ნაზი ღამე“ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: