მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » ტორტი „მთვრალი ალუბალი"
22:16
ტორტი „მთვრალი ალუბალი"


ტორტიმთვრალი ალუბალი"

 

500გრ. კურკაგაცლილი ალუბალი ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ კონიაკი, ისე რომ ფარავდეს ალუბალს, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 2–3 დღე. (რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ უფრო კარგი იქნება). აღნიშნული დღის გასვლის შემდეგ ალუბალი და ალუბლის სითხე განვაცალკევოთ ერთმანეთისგან და შევინახოთ ცალკე ჭურჭელში და  დავიწყოთ ტორტის მომზადება.

 

მასალა:

ბისკვიტი:

1 ფენა:

5. კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

1/3 ..სოდა ძმრით

1/2 /. ვანილი

1 ჭიქა ფქვილი (გაცრილი).

 

2 ფენა:

5. კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

1/3 /.სოდაძმრით

1/2 /.  ვანილი

1 ჭიქა ფქვილი (გაცრილი)

1 /. კაკაო.

 

კრემი:

300გრ.კარაქი

1. სგუშონი

1/2 /.ვანილი.

 

ბისკვიტის 1 ფენის მომზადება:

5. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად (გათეთრებამდე). შევათქვიფოთ 1 ჭიქა შაქარი და კვერცხის გულები, დავამატოთ ვანილი, სოდაძმრით ათქვეფილი და 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

 

ბისკვიტის 2 ფენის მომზადება:

5. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად (გათეთრებამდე). შევათქვიფოთ 1 ჭიქა შაქარი და კვერცხის გულები, დავამატოთ ვანილი, კაკაო, სოდაძმრით ათქვეფილი და 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ ზგუშონი, ვანილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

 

ტორტის აწყობა:

როცა ბისკვიტის 1 ფენა გამოცხვება ირგვლივ დანით შემოვაჭრათ კიდეები, დავფხვნათ და ნახევარი დავუმატოთ მთლიანი კრემის 1/2 მასას. აღნიშნულ მასას ავურიოთ ალუბალი.  შემდეგ ბისკვიტის მეორე ფენა დავნამოთ მომზადებული ალუბლის და კონიაკის სითხით, წავუსვათ თეთრი კრემი, ზევიდან დავადოთ ბისკვიტის 1 ფენა, შემდეგ დავადოთ ალუბლისგან და დაფხვნილი მასისგან მომზადებული მასა, წავუსვათ დარჩენილი თეთრი კრემი ზევიდან და ირგვლივ, შემდეგ მოვაყაროთ დაფხვნილი მასა და მოვაწყოთ თავზე კურკაგამოცლილი ალუბალი. მაცივარში გავაჩეროთ 1 დღე.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 3436 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „მთვრალი ალუბალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: