მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 29 » შილაფლავი
12:52
შილაფლავი


შილაფლავი

 

მასალა:

ბატკნის ხორცი (მკერდის ნაწილი და და ნეკნები), 500გრ.

დუმა 100გრ.

მრგვალი ბრინჯი 250გრ.

ხახვი 4-5 საშუალო თავი,

დაფნის ფოთოლი 1ც.

ძირა 1 ჩ/კ.

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

დუმას დაჭრით წვრილად და გაადნობთ ქვაბში. დაამატებთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილ ხორცს (ზოგი ძალიან წვრილად ჭრის, ისე რომ ბრინჯს და ხორცს ვერ გაარჩევ, მე ასე არ მიყვარს, მირჩევნია ხორცი კარგად "ჩანდეს"). კარგად მოშუშავთ, სანამ შეწითლებას დაიწყებს, დაამატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს (ხახვი არ უნდა "ჩანდეს" შილაში), გააგრძელებთ შუშვას შეწითლებამდე, მერე ამატებთ გარეცხილ ბრინჯს, ერთი 5-7 წუთი აგრძელებთ შუშვას და თან განუწყვეტლივ ურევთ, რომ არ მიიკრას ქვაბმა. მთავარი მომენტი ისაა, რომ წყლის მაგივრად უნდა დაამატოთ ხაშლამის ნახარში, ანუ საქონლის ბულიონი (გალინა ბლანკა და ეგეთი რაღაცეები გამორიცხეთ, ნატურალური ბულიონი უნდა). მოურევთ კარგად, ჩააგდებთ 2 ცალ დაფნის ფოთოლს, დაახურებთ თავს და ნელ ცეცხლზე გააგრძელებთ ხარშვას. მზად რომ იქნება, ამატებთ ერთ პატარა ჭიქა (ბაზარში რითაც იყიდება) ძირას, პილპილს და მარილს გემოვნებით. 5-10 წუთი კიდევ ადუღებთ და მერე გემრიელად მიირთმევთ. ერთი პატარ ნიუანსი. ცხვრის ყველს თუ სცემთ პატივს, შილას თეფშზე რომ გადმოიღებთ, ერთი ნაჭერი გუდის ყველიც უნდა ჩაურთოთ შიგ (ღომში რომ დებენ სულგუნს, ისე).

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 4499 | დაამატა: natia | ტეგები: შილაფლავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 makuna_matiashvili  
0

სახელი *:
Email *:
კოდი *: