მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » საცივი
14:57
საცივი


საცივი

 

მასალა:

ინდაური ან ქათამი 2კგ.

ნიგოზი (გასუფთავებული) 500გრ.

 

ნიგვზის ზეთი:

გატარებული ნიგოზი 3 ს/კ. (ავიღოთ ზემოთაღნიშნული 500 გრამიდან).

ნიორი 7 კბილი

ცხარე აჯიკა (აჯიკა უნდა იყოს მხოლოდ წიწაკის) 1 ჩ/კ.

 

სუნელების სოუსი:

ცხარე აჯიკა (აჯიკა უნდა იყოს მხოლოდ წიწაკის) 2 ჩ/კ.

ხმელი ქინძი 2 ჩ/კ.

უცხო სუნელი 2 ჩ/კ.

დაფქვილი ზაფრანა (იმერული) 1 ჩ/კ.

მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ აირღუმელში. ნიგოზი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.  შემდეგ 3 ს/კ. ნიგოზისგან გამოვხადოთ ზეთი (ქვემოთ მოცემული მეთოდით), ზეთგამოხდილი ნიგოზი, გავძრათ ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში, შემდეგ დავამატოთ გატარებული ნიგოზი, დავასხათ 3,5 ჭიქა (ჭიქა უნდა იყოს 200მლ–იანი) ადუღებული წყალი და კარგად გავძრათ (მასა გამოდის სქელი არაჟნის კონსისტენციის, შემდეგ შესქელდება იოგურტის კონსისტენციამდე). შემდეგ დავასხათ მომზადებული სუნელების სოუსი, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ, ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და შევინახოთ გრილ ადგილზე 4 საათით (საცივის მაცივარში შენახვა სანამ ბოლომდე არ გაცივდება არ შეიძლება). სუფრაზე გატანის წინ მოვასხათ ნიგვზის ზეთი.

 

ნიგვზის ზეთის მომზადება:

3 ს/კ. გატარებულ ნიგოზს დავამატოთ დანაყილი ნიორი, 1 ჩ/კ. აჯიკა, კარგად ავურიოთ და გავატაროთ 3–ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა ცალკე ჯამში ხელით კარგად გავწუროთ (რათა ზეთი გამოვიდეს), გაწურვის შემდეგ მასა კვლავ გავატაროთ 2–ჯერ და ისევ გამოვწუროთ ზეთი.

 

სუნელების სოუსი:

ზაფრანას დავამატოთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, აჯიკა და გავძრათ  3–4 ს/კ. ადუღებულ წყალში.

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 5262 | დაამატა: natia | ტეგები: საცივი | რეიტინგი: 4.0/5
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: