ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური) - 8 თებერვალში 2012 - samzareulo.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
რეკლამა
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
რეკლამა
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1245
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
რეკლამა
...........
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური)
17:05
ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური)


ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსური)

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 2,5 ჭიქა

რძე ან წყალი 100მლ.

კეფირი 100მლ.

საფუარი (დროჟი) 10–15გრ.

კვერცხი 1ც.

კარაქი 15გრ.

არაჟანი 1 ს/კ.

შაქარი 1/3 ჩ/კ.

ცოტა მარილი.

 

შიგთავსი:

ქინძი, კამა და ოხრახუში ნახევარ–ნახევარი კონა

ოსური ყველი ან სულგუნი 170–200გრ.

მარილი გემოვნებით.

 

კარაქი ხაჭაპურზე წასასმელად 30–50გრ.

 

მომზადება:

ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი ან რძე, დავამატოთ შაქარი, მარილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ საფუარი და კვლავ ავურიოთ. შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი (0,5–0,75 ჭიქა), განუწყვეტლივ ვურიოთ, რათა გამოვიდეს ალადის კონსისტენციის ცომი, მომზადებული მასა დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად. კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ სხეულის ტემპერატურამდე. კეფირი კვერცხი და არაჟანი წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან, რათა პროდუქტები გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მომზადებულ ცომს დავამატოთ კეფირი, კარაქი, არაჟანი, კვერცხი და კარგად ავურიოთ. ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ჯამზე, წავუსვათ ცოტა ზეთი, მოვაყაროთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად. შემდეგ მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მშრალ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას არაფერი არ წავუსვათ), ცომი ცენტრში ჩავჩხვლიტოთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი.

 

შიგთავსის მომზადება:

ყველი გავხეხოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, თუ საჭირო იქნება მარილი და კარგად ავურიოთ.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 1277 | დაამატა: natia | ტეგები: ყველის და მწვანილების ხაჭაპური (ოსუ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: